გახარიას 12 მანდატი
ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია, გიორგი გახარიას გუნდს საპარლამენტო მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს. თუმცა გახარიასგან პასუხი არ არის. პარტია “საქართველოსთვის” წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა კოლეგა ოპოზიციონერებისგან ბულინგის ეშინია.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
