საქართველო-ევროკავშირი
2030 წლისათვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, ბურთი კი ბრიუსელის მოედანზეა- ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ევრონიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ამ მიზნისკენ კურსს არ შეცვლის და ევროპისგან უფრო სამართლიან დამოკიდებულებას დაელოდება.
