უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირად გვერდზე დაწერა. როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, ბოლო დროს ჰააგის სასამართლო მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა და საერთაშორისო სამართლის მთელი სისტემის დისკრედიტაცია მოახდინა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ჰააგის სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც შტატების მოქალაქეებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.
