პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის ჩარევას არ გამორიცხავს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის ჩარევას არ გამორიცხავს. დუდა აცხადებს, რომ ევროკავშირს არ მოსწონს კონსერვატორები, რომლებიც პოლონეთის ხელისუფლებაში არიან. დუდა არ გამორიცხავს, პოლონეთში რუმინეთის მსგავსი ვითარების განმეორდეს. მას არ მოსწონს, რომ ევროპულ ქვეყნებში არჩევნებში ბრიუსელისთვის მისაღები პოლიტიკოსები იმარჯვებენ. დუდა აცხადებს, რომ თუ საწინააღმდეგო შედეგით დასრულდა პოლონეთში მაისის არჩევნები, შესაძლოა მათ შედეგების დაცვა მოუხდეთ.
