უკრაინის შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის და რუსული ჯარების წინააღმდეგ დრონებით იბრძვის - წერს "უოლ სტრიტ ჯორნალი"
უკრაინის შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის და რუსული ჯარების წინააღმდეგ დრონებით იბრძვის - წერს "უოლ სტრიტ ჯორნალი". გამოცემის ინფორმაციით, ამ მეთოდით უკრაინა ოკუპანტების წინსვლას ანელებს, თუმცა მათ შესაჩერებლად ამჟამინდელზე 10-ჯერ მეტი ოდენობის ჯარი სჭირდება. პოკროვსკის სიახლოვეს განლაგებულმა სამხედროებმა "უოლ სტრიტ ჯორნალს" განუმარტეს, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში ახლად მიღებული ჯარისკაცები 40-50 წლის მამაკაცები არიან, რომელთაც არც გამოცდილება აქვთ და არც მოტივაცია. სამხედროების თქმით, ისინი ზოგჯერ ფრონტის წინა ზოლში ბრძოლაზე უარს აცხადებენ და საკუთარ პოზიციებს მალევე ტოვებენ.
