ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ქუჩაში ავტობუსს დაეცა
ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ქუჩაში ავტობუსს დაეცა. დაიღუპა ავტობუსში მყოფი ერთი ადამიანი და მოტოციკლისტი, რომელიც მახლობლად მოძრაობდა. ავიაკატასტროფის გამო, ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაშავებულები, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს.
