საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია მასპინძლობს საერთაშორისო მსაჯთა სემინარს, რომელიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება
საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია მასპინძლობს საერთაშორისო მსაჯთა სემინარს, რომელიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მონაწილეთა შორის არიან 12 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც სემინარის დასრულების შემდეგ, ტესტირებას გაივლიან და საერთაშორისო კატეგორიას მიიღებენ. მინიჭებული კატეგორიის მიხედვით, მსაჯებს ეძლევათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე და სხვა საერთაშორისო ტურნირებში. ჩვენი ფედერაციიდან მონაწილეთა შორის არიან აკრობატიკის შვიდი და ბატუტზე ხტომის წარმომადგენელი ამდენივე მსაჯი.
