USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო, უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს
USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო, უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. კომისიები სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შერჩევაზე მუშაობდნენ. მათ შორისაა ეთიკის საბჭო, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თავმჯდომარის და უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კომისიები. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში იმედოვნებენ, რომ კომისიების მუშაობის აღდგენა უახლოეს მომავალში ევროკომისიისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარებით იქნება შესაძლებელი.