გურჯაანში 200 სტუდენტისთვის განკუთვნილი, ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს
განათლების სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გურჯაანში 200 სტუდენტისთვის განკუთვნილი, ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. კოლეჯის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება 60 სტუდენტისთვის გათვალისწინებული კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.
