გამოცემა "როიტერსის" ინფორმაციით საქართველოს აეროპორტებში 2024 წელს მგზავრთა ნაკადის ისტორიული მაქსიმუმი აღირიცხა
გამოცემა "როიტერსის" ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებში 2024 წელს მგზავრთა ნაკადის ისტორიული მაქსიმუმი აღირიცხა. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ავიაციის განვითარებას და მუშაობს ახალი ავიაკომპანიების სერვისების მოძიებაზე. 2024 წელს დაემატა 13 ახალი ავიარეისი და სამი ახალი ავიაკომპანია.
