აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მედიას ეხება
აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, მომზადდება ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი და დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას აკრიტიკებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის შეფასებით კი, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და ცვლილებების მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
