საგამოძიებო კომისიაში, რომელმაც 2003-2012 წლებში ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა შეისწავლოს, 10 დეპუტატი იქნება
საგამოძიებო კომისიაში, რომელმაც 2003-2012 წლებში ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა შეისწავლოს, 10 დეპუტატი იქნება, 5 უმრავლესობიდან და 5 ოპოზიციიდან. ოპოზიციის კვოტით იქნება წარმოდგენილი კომისიაში ხალხის ძალის ორი და ევროპელი სოციალისტების ერთი წარმომადგენელი. ოპოზიციის ხუთი ადგილიდან ორი ადგილი უფრაქციო დეპუტატებისთვისაა, საუბარია გახარიას პარტიაზე. საგამოძიებო კომისიის კვოტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განსაზღვრა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
