უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კარგად იცის რაში იხარჯება ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება
უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კარგად იცის რაში იხარჯება ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება. კელოგმა ნიუს მაქსის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ბრალდებებს უპასუხა. ზელენსკიმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამერიკის მიერ სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი 174 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი უკრაინას არ მიუღია, და არ იცის, სად არის ეს ფული. კელოგმა განმარტა, რომ თანხის ნაწილი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების წარმოებას მოხმარდა. კიტ კელოგი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ცნობილია, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ის შეხვდა ამერიკაში უკრაინის ელჩს და ესაუბრა ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
