ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ტრანსგენდერი თაგვების უნაყოფობის კვლევებზე ორ მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ტრანსგენდერი თაგვების უნაყოფობის კვლევებზე ორ მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ნენსი მეისიმ ისაუბრა. ამერიკელმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ნენსი მეისის თქმით, ცხოველებში სქესის ქირურგიული თუ ჰორმონალური თერაპიით შეცვლის პროცედურების შესასწავლად, ჯამში, 10-თ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.