ილონ მასკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების პროგრამებს სრულად გადახედვა სჭირდება
ილონ მასკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების პროგრამებს სრულად გადახედვა სჭირდება. ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა „იქსის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თუ ამ მხრივ რადიკალური ცვლილებები არ გატარდება, ამერიკა პოტენციურ სამომავლო ომში მძიმე მარცხს განიცდის. პარალელურად, ილონ მასკი აზიარებს ცნობას, რომლის თანახმადაც შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი მომავალი 30 წლის განმავლობაში 364 გემის შესაძენად ყოველწლიურად 40-ი მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
