დონალდ ტრამპმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფედერალური დაფინანსების გადახედვის განკარგულება გასცა
დონალდ ტრამპმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფედერალური დაფინანსების გადახედვის განკარგულება გასცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაბამისი შინაარსის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. თეთრი სახლის განმარტებით, დაფინანსების გადახედვა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გავრცელდება, რომელიც ფედერალურ დაფინანსებაზეა. ჩატარდება აუდიტი, თუ რამდენად ემთხვევა აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა მოქმედი ადმინისტრაციის პრიორიტეტებსა და შეერთებული შტატების ინტერესებს.
