რუსთავში, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი სრულდება
რუსთავში, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი სრულდება. დღეიდან, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს კიდევ ერთ მარშრუტზე მოემსახურება და ჟიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურამდე გადაიყვანს. მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა.
