ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, აიკრძალა დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. გაიზარდა სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
