USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში
USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სააგენტო მუდმივად ცდილობდა საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარების ხელშეწყობას და დესტრუქციული ძალების დაფინანსებას. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არქივებში დაცულია ინფორმაცია, სადაც საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერაზეცაა საუბარი.