კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება მედიას ეხება
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, მომზადდება ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი და დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მმართველი გუნდის შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, ცვლილებების მიზანი კი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
