დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს. ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელი დარჩება. „იუ ეს ეი აიდის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოში დასაქმებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. აქედან ორი მესამედი შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. 2023 წლის მონაცემებით, სააგენტოს ბიუჯეტმა 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
