პრემიერ-მინისტრი ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2030 წლისათვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია
პრემიერ-მინისტრი ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2030 წლისათვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომაში მეტი მოქნილობა სჭირდება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ განუხრელად ივლის და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო წლებში ჩვენი ქვეყნისადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება.