ტურიზმის სტრატეგია 2025
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სექტორის წარმომადგენლებთან გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ტურისტული კომპანიების, გიდების, ასოციაციების, განთავსების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებსაც

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები