საკანონმდებლო ინიციატივები
„ქართული ოცნების“ ინიციატივით გამკაცრდა ანტინარკოტიკული კანონმდებლობაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნარკოტიკის გამსაღებლების მიმართ კიდევ უფრო შეურიგებელი იქნება. მომხმარებლებს კი მათი უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს, უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე. ასევე გამკაცრდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც და მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც. ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. ასევე შეიზღუდა საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება
