კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს ეხება მედიას
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს ეხება მედიას. მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიტანული კანონის ანალოგის საქართველოში დამკვიდრებით, სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მათი თქმით, ცვლილებების მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა
