რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები აწარმოოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ამბობს, რომ დიალოგი „მკაცრი ვაჭრობის რეჟიმში“, ახალი ტერიტორიული რეალობისა და რუსეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რთული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი, ვაშინგტონმა უნდა გადადგას და მოლაპარაკებები ურთიერთ პატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით წარმართოს.
