სირიის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო
სირიის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აჰმედ ალ შარას ადმინისტრაცია ავრცელებს. ემანუელ მაკრონის მიწვევით, სირიის პრეზიდენტი საფრანგეთს უახლოეს კვირებში ესტუმრება. აჰმედ ალ შარას მაკრონთან სატელეფონო საუბარი უკვე ჰქონდა, მათ სირიაზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები განიხილეს.
