დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე გაეცნო. სკოლების მშენებლობას მთავრობის მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლების ინფრასტრუქტურა იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
