თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. სკვერში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი პავილიონების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და შესაბამისი სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
