თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო
თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის მხარდაჭერით დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და საზოგადოებას ღირსეულ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ურთიერთ თანამშრომლობასა და პარიტეტულ საწყისზე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელჩები და სამხედრო ატაშეები, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
