საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა. დავით მათიკაშვილის განმარტებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები და მიზანშეწონილად მიიჩნია გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.