ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, რომელსაც ამ დრომდე პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით არ მიუმართავს, გახარიას გუნდია
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, რომელსაც ამ დრომდე პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით არ მიუმართავს, გახარიას გუნდია. პარლამენტმა გუშინ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს თავად მიმართეს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის.
