დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები
დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. პროექტის მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
