USAID საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში რევოლუციებს უჭერდა მხარს
USAID საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში რევოლუციებს უჭერდა მხარს. ეს ინფორმაცია თავად შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არქივებშია დაცული. ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციამ მსოფლიო შოკში ჩააგდო, თუმცა არა საქართველოს დემოკრატიის დამცველები, რომლებიც ამ ბაზის შესაქმნელად ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ. არქივის ცნობების თანახმად, ეს დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა უცხოური დონორებიდან ხორციელდებოდა.
