შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
