უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა. ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრს შეხვდა. გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას.
