ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების არსებულ პოტენციალს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, ასევე მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ ეფექტურობის გაძლიერებას და ან პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიურ ჩართულობას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მათი დაძლევის მიმართულებით.
