პრემიერ-მინისტრის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტი გრძელდება
პრემიერ-მინისტრის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ხვდება. მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს. ხაზი გაესვა - ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას. განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი. ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
