დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს
დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
