მზადება ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის
ოთხ დღეში ბაკურიანი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ყველაფერი მზად არის. აღნიშნული ფესტივალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას ხელს შეუწყობს. ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.
