ტრამპის გეგმები
შეერთებული შტატები ღაზის სექტორს დაიკავებს და მას ეკონომიკურად განავითარებს - განცხადების ავტორი დონალდ ტრამპია. თეთრი სახლის ლიდერმა ანკლავის მომავალზე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადგილობრივებს ალტერნატიულ საცხოვრებლად ეგვიპტეს და იორდანიას სთავაზობს. ეს ქვეყნები კი ტრამპის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
