ჯგუფური ტრეფიკინგი - 2 დაკავებული
პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით ორი ადამიანი დააპატიმრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული აუდიო და ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა.
