მზია ამაღლობელი "ვივამედში"
მზია ამაღლობელის „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისგან. განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში მისი თანხმობით გადაიყვანეს. განცხადების თანახმად, ბრალდებულმა დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე, რის შესახებაც ინფორმირებული იყო უფლებადამცველი.
