ცვლილებები შანტაჟის წინააღმდეგ
ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი, მედია კანონი ბრიტანული მოდელის გათვალისწინებით, უფრო მკაცრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მიგრაციის კანონი და ანტინარკოტიკული პოლიტიკა. უცხოური წყაროებიდან სარგებლის შეზღუდვა საჯარო სამსახურში. ეს მხოლოდ ნაწილია დღეს გაცხადებული სიახლიდან. “საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს“- აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, რომელმაც დღეს საკანონმდებლო ცვლილებათა მასშტაბური პაკეტი დააანონსა.
