საგარეჯოში სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საგარეჯოში სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა. სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია, 320-ი მოსწავლისთვისაა განკუთვნილი. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.
