პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ თავად მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივად უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს მათი მხრიდან შანტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. მათი თქმით, შანტაჟს, ყოველთვის მოჰყვება სამართლიანი და კანონიერი პასუხი.