უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით შემოსავალი და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით შემოსავალი და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. ზელენკსის თქმით, 50 წლის განმავლობაში პირველად ამერიკული კომპანიები ყველაზე მაღალ ფასად ყიდიან იარაღს, რომელზე მოთხოვნილების ზრდა რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია. ამასთან, ზელენკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ომში პარტნიორების დახმარება სჭირდება და თუ ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერაზე უარს იტყვის, მას ევროპელი ლიდერებიც მიბაძავენ და კიევი მოკავშირეთა დახმარების 60 პროცენტს დაკარგავს.
