დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოიცავს
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სახაზინო მდივანს ისლამურ რესპუბლიკაზე მაქსიმალურ ეკონომიკურ წნეხს ავალდებულებს. აღსრულების მექანიზმებს შორისაა სანქციები მათზე, ვინც ამჟამად არსებულ სანქციებს არღვევს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტების ძალისხმევით, ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე მიყვანა უნდა მოხერხდეს. ისლამური რესპუბლიკის მიმართ მკაცრ პოლიტიკას დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც ატარებდა.
