"სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის" პროგრამა გრძელდება
"სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის" პროგრამა გრძელდება. თემაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. პროგრამით 3 წლის განმავლობაში დაფინანსებულია 25 ათასამდე ბენეფიციარი. ვაუჩერის წლიური ღირებულება 500 ლარია, რომლის გამოყენებაც თბლისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დღესვე თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ სხვა პროექტების შესახებაც ისაუბრა. მერის თქმით, თბილისში კიდევ 200-მდე ელექტრო დამტენი დამონტაჟდება.
