ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დაიკითხა. დისტანციური წესით დაკითხვა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა
ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დაიკითხა. დისტანციური წესით დაკითხვა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დაცვის მხარე პროცესამდე დაზარალებულთან ბევრ შეკითხვას აანონსებდა, პროცესის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ბაჩიაშვილს ივანიშვილთან მხოლოდ რამდენიმე და ისიც ზოგადი შინაარსის კითხვა ჰქონდა. საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაზარალებულმა ინვესტორმა დეტალურად ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.